Wednesday, November 11, 2009

საქართველოში ფართოდ გავრცელებული ფრინველები



პროექტის აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ფრინველებზე ინფორმაციას და მათ გავრცელებას.
პროექტის სრული აღწერა:
ეს არის ღონისძიება,რომელიც მიზნად ისახავს ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველების აღრიცხვას, ფრინველებისა, რომლებსაც ხშირად ვუსმენთ და ვხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღონისძიება ჩატარდება ქ. გორის სკვერში, სადაც მოხდება ფრინველებზე დაკვირვება, გამოცნობა და დათვლა. ღონისძიების ჩატარება შეიძლება დღისით, ნებისმიერ დროს, მაგრამ რეკომენდირებულია დილის საათები მზის ამოსვლისას ან საღამოს საათები მზის ჩასვლამდე, რადგან ფრინველები ამ დროს უფრო აქტიურები არიან. ფრინველები რომ არ დაფრთხნენ, დამკვირვებლები ჩუმად არიან, აკრძალულია ხმაური, ყვირილი, ხმამაღლა საუბარი. ფრინველთა დაკვირვება და თვლა გრძელდება ერთი საათის განმავლობაში.
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ფრინველბზე შესაბამისი ინფორმაციის მოძიება წიგნებიდან, ინტერნეტიდან, სურათების გადაღება დასკანერება, საპრეზენტაციო მასალის მომზადება (სურათები, გარეგნული აღწერილობა, კვება, საბინადრო გარემო, გავრცელების არეალი)
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვებს გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები, ისწავლიან წიგნზე და საველე პირობებში ჯგუფურ მუშაობას, მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზება, ამაღლდება მათი ცოდნა და ბუნების სიყვარული. ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ბლოგი, კედლის გაზეთი.
სარგებელი სხვებისათვის:                                                                   •   ბაღის ფრინველთა აღწერა დაგვეხმარება                                    განვსაზღვროთ ადამიანის საცხოვრებელი                                  გარემოს მდგომარეობა.                                                                 •   დაგვეხმარება შევიმუშავოთ სწორი რეკომენდაციები           ადამიანის გარემოს გაუმჯობესებასა და      
     გაჯანსაღებაში.
•    მსგავსი ღონისძიება მოსწავლეებს უღრმავებს ცოდნას          და აახლოვებს გარემოსთან.                                                          •  ზრდის ინტერესს ფრინველთა სამყაროს მიმართ.              •   ჩატარებული კვლევა შეგვიქმნის ზოგად წარმოდგენას ბაღის ფრინველთა. პოპულაციების შესახებ საქართველოში.

სამუშაო ენა: ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ბერიძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninoberidze27@gmail.com